ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, ფეხსაცმლის და ტყავის, თექის,  გობელენის, ხის, მინანქრის ნამუშევრები, ბატიკა და პოლიგრაფიული ნაწარმი.

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ქართულ–ესტონური პროექტის  „ესტონეთის საუკეთესო გამოცდილება ქართული პროფესიული განათლების  მხარდასაჭერად“ და ევროინტეგრაციის  შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების, ჟურნალების და წიგნების გამოფენა.

გამოფენა დამთვალიერებლებს 16 თებერვლის ჩათვლით, 11 საათიდან  18 საათის  ჩათვლით ელოდება. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე