ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ხიდისთავში სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მომავალი სასწავლო წლიდან სოფელ ხიდისთავში რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შევა ექსპლუატაციაში და სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე სრულიად განახლებულ გარემოში გააგრძელებს სწავლას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გაეცნენ.  

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია 2015 წლიდან დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს და  10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე კი, საქართველოს რეგიონებში 100–მდე  სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის სრული ბიუჯეტი 54 მლნ აშშ დოლარია.  პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და  სწავლის ხელმისაწვდომობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე