ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს

ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გადასცეს.

სამხედრო მოსამსახურეები ახალგაზრდებს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისა და ავღანეთში მიმდინარე მისიის შესახებ ესაუბრნენ. შემდეგ კი პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შესახვედრად რაიონში ჩავიდნენ ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი - ელისო ჩაფიძე.

ღონისძიებაზე ტყიბულის რაიონის სკოლადამთავრებული, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები - უმცროსი სერჟანტი ფრიდონ ბრეგაძე და კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძეც გაიხსენეს.

მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა შესთავაზეს და სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ცოდნის კვირეული“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე