ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო ლექცია -„ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/ პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“ (“Energy in the 21st Century”) გაიმართა.

როჯერ ქაშმორი, ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე.

მეცნიერების პოპულარიზაცია და „STEM”-ის მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება საგრანტო პროგრამები, რომელთაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს, მათ შორისაა „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის გამარჯვებულები ძირითადად არიან საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებშიც მონაწილეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ საქართველოს. მოსწავლეთა შორის „STEM”-ის მიმართულების განვითარება საქართველოს მომავალია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე