ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური სამტრედიელ პედაგოგებს შეხვდა

სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამტრედიის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის ფორმით წარიმართა და ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც სკოლის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

სამუშაო შეხვედრაზე ყველაზე დიდი აქცენტი ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაზე გაკეთდა. სკოლის წარმომადგენლებისთვის ცნობილია, რომ დასრულდა დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ბუნებრივია პედაგოგების ინტერესიც ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებულია.

შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ყველა რეგიონს ეწვევიან და უშუალო დიალოგის რეჟიმში განიხილავენ  მნიშვნელოვან საკითხებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე