ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხარისხის სამსახური გერმანულ გამოცდილებას იზიარებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი იმყოფება. პროფესორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა და იმ პერსპექტივებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გერმანიის აკრედიტაციის ახალი მოდელი ითავლისწინებს. ქართველი კოლეგებისთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანალოგიური ცვლილებები იგეგმება ქართულ მოდელშიც. 

შეხვედრების ფარგლებში, პროფესორმა გრიმმა ისაუბრა გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების, ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. მან ქართველ კოლეგებს გააცნო სადოქტორო, რეგულირებად და ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები. ასევე აკრედიტაციის სახეები (პირობითი აკრედიტაცია) და მისი მომდევნო პროცედურები. პროფესორმა გრიმმა ასევე ისაუბრა აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის პროცედურების, ექსპერტთა ტრენინგებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

ბოლო სამუშაო შეხვედრაზე გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს სტრუქტურისა და ფუნქციების, ასევე, შიდა რეგულაციებისა და წევრების პასუხისმგებლობის შესახებ.
პროფესორმა ასევე მიმოიხილა აკრედიტაციის იერარქია (უნივერსიტეტები, ეროვნული სააგენტოები, ENQA).

გერმანელ ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები Erasmus Plus-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე