ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ მრავალშვილიან პედაგოგს დედის დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის დირექტორს, მრავალშვილიან დედას  ირმა ცქიფაშვილს სახლში ეწვია და მეათე შვილის დაბადება და დედის დღე მიულოცა, პატარებს კი, საჩუქრები გადასცა.

შუაფხოს საჯარო  სკოლა, რომელსაც ირმა ცქიფაშვილი ხელმძღვანელობს, ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი  ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 17 მოსწავლე სწავლობს და აქედან 6 ქალბატონ ირმას შვილია. სკოლას მესამე წელია სასკოლო ავტობუსი ემსახურება, მანამდე მოსწავლეებს, რომლებიც მეზობელ სოფლებში ცხოვრობენ, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უხდებოდათ.

ირმა  ცქიფაშვილი გამორჩეულად კარგი შვილების დედა, წარმატებული პედაგოგი და კარგი დირექტორია, ცდილობს მისი მოსწავლეები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ რაიონის თუ, ქალაქის სკოლების მოსწავლეებს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ქალბატონ ირმას მრავალშვილიან ოჯახში   ცხოვრობს შუაფხოს საჯარო სკოლაში  სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სამუშაოდ ჩასული ოთხი პედაგოგიც, მასპინძლის განცხადებით, იგი ამით ცდილობს  ქალაქიდან ჩამოსულებს მაღალმთიან სოფელში ცხოვრების მძიმე პირობები შეუმსუბუქოს და მის მოსწავლეებსაც, ყველა საგნის პედაგოგი ჰყავდეთ.

ირმა  ცქიფაშვილი კარგი მაგალითია იმისა, რომ შესაძლებელია იყო  მრავალშვილიანი ოჯახის კარგი დედა  და ამავე დროს, წარმატებული შენს პროფესიაში. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე