ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით გააკონტროლებენ

პრეზიდენტის ინიცირებული ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და  კომპანია United Security-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბიბილაშვილი 23-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია United Security-მ 23-ე საჯარო სკოლაში 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დაამონტაჟა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს სკოლის მონიტორინგი და უსაფრთხოების კონტროლი.

ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა, რომელიც   23-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟდა, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. გარდა მანდატურებისა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის გაკონტროლება, სპეციალური პროგრამის დახმარებით, სკოლის დირექტორებსაც შეეძლებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე