ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა 8 მარტს ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 8 მარტი პედაგოგ ქალბატონებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ოჯახიდან მიულოცა.  მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილ მასწავლებელს ჟუჟუნა სამხარაძეს სახლში ეწვია, პირადად მიულოცა 8 მარტი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სახელმწიფო ჯილდო  „ღირსების ორდენი“ გადასცა.

ქალბატონი ჟუჟუნა სამხარაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. კოლეგები მას ახასიათებენ როგორც ნოვატორ, თავისი საქმის ენთუზიასტ  და იმპროვიზაციის ულევი მარაგის მქონე მასწავლებელს, რომელიც მუდმივად ეცნობოდა და ნერგავდა სწავლების მეთოდების სიახლეებს და ხშირად მონაწილეობდა კიდეც მათ შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ ჟუჟუნა სამხარაძე სწავლების პროცესს მჭიდროდ უკავშირებდა აღმზრდელობით მომენტებს, ქცევის ნორმებს, შრომით ჩვევებს, აღსაზრდელებს უვითარებდა სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას, წარსულისა და ტრადიციებისადმი პატივისცემას, მომავლის რწმენას და სიახლეების ძიების უნარს.

ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ქალბატონ ჟუჟუნას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის თამარ სანიკიძემ მას მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე