ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა - IHF/EHF ქალთა მსოფლიო თასი ხელბურთში. ტურნირი 8-13 მარტს იმართება და მასში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი იღებს: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომელიც 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე.

მონაწილეები არიან 1997 წელს და გვიან დაბადებულები გოგონები. საქართველოს ნაკრებში თამაშობენ 1998-2002 წლებში დაბადებული გოგონები. ყველა მათგანი საჯარო სკოლების მოსწავლეა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ნაკრების ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. ნაკრების წევრებთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ ცენტრის ფსიქოლოგები.

ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიიღო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე