ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”

რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად წარმოადგინეს სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსი „ჩემი რუსთაველი“.

პრეზენტაცია გახსნეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - თამარ სანიკიძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა - ჰელენა სანჩომ.

პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა მცირე თეატრალური წარმოდგენა. რუსთაველის თეატრის მსახიობებმა - ქეთი ხიტირმა და ნიკა ქაცარიძემ წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე