ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი - სიკეთე გადამდებია

საქართველოს სოლიდარობის  ფონდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო ისე, კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება, თანხების მობილიზების მიზნით, ფონდს მისცემს საშუალებას განაგრძოს 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და ხელი შეუწყოს  პროგრამების სამომავლო გაფართოებას.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პირველ ეტაპზე, სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას თუმცა, ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით, სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

დაფუძნებიდან დღემდე ფონდს 55 000-ზე მეტი საჯარო სამსახურის თანამშრომელი (დაახლოებით 20%), 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შემოუერთდა. შედეგად, 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ფონდში საერთო ჯამში 5.9  მლნ. ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს ფონდმა უკვე 220 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე, საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ქვეუწყებების თანამშრომელთა 32%. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და სამინისტრო დაეხმარება ფონდს პერიოდული ანგარიშებისა და სიახლეების გავრცელებაში; ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში; საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე იგეგმება თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე