ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების  სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის  თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და  სპორტის სხვადასხვა  სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო   შეხვედრა გამართეს.  შეხვედრის მონაწილეებმა იმ დეტალებზე იმსჯელეს  თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში სპორტის გაკვეთილების დანერგვა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც სკოლის, ასევე თითოეული მოსწავლის სურვილი და შესაძლებლობები.

”ამ რეფორმით ჩვენ მივაღწევთ ძირითად მიზანს, რომ ბავშვმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით. ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით  შეცვლასთან დაკავშირებული ახალი სასწავლო გეგმა მზად აპრილში იქნება. პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 50 სკოლა,  ხოლო სექტემბრიდან ანუ ახალი სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილები ყველა სკოლაში დაინერგება” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ფიზკულტურის გაკვეთილების  სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივა, მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. საქართველოში, სადაც 2179 საჯარო სკოლიდან სპორტული დარბაზი 1569, ხოლო სპორტული მოედანი 2015 სკოლას აქვს,  ფიზკულტურის გაკვეთილები მაინც არაპოპულარულია.  აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილებს სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე