ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით, სამეცნიერო ჟურნალებისათვის ELSEVIER-ისა და SCOPUS-ის სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ: ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. 

სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები. SCOPUS-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების არამედ, შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, ასევე  შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება. ამასთანავე, განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით აფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე