ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლები პროფესიული განვითარების სქემაზე მსჯელობენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი  მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის საკითხებზე მსჯელობა იყო. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზზე გაკეთდა. შეხვედრაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.

მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი  თვითშეფასების კითხვარების შევსება იყო, რომლის საფუძველზეც, მასწავლებლებმა პროფესიული თვითშეფასება და ანალიზი განახორციელეს და განვითარების ინდივიდუალური გეგმები მოამზადეს.

სქემის მომდევნო კომპონენტებზე გადასვლამდე, რაც შიდა სასკოლო შეფასებებს გულისხმობს, მნიშვნელოვანია მასწავლებლების მხრიდან უკუკავშირის მიღება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თუ რამდენად ეფექტური იყო თითოეული მასწავლებლისათვის კითხვარზე მუშაობა, რა იყო მათთვის განსაკუთრებულად რთული, როგორია პრაქტიკოსი ადამიანების რეკომენდაციები თვითშეფასების კითხვარის დახვეწასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თითოეული პედაგოგისადმი მათი პროფესიული განვითარების პროცესში მხარდაჭერა. აღნიშნა, რომ სქემა სწორედ მათი დახმარებით, მათი უკუკავშირის საფუძველზე უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს.

მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი არის მასწავლებლების მრავალმხრივი შეფასება, მათი პროფესიული და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე