ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკლასო დაკვირვების სრული პროცესის პილოტირება მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში საკლასო დაკვირვების პროცესის პილოტირება 2016 წლის მარტიდან დაიწყო. პილოტირების პირველი ეტაპისათვის ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 20 სკოლა შეირჩა. პროცესში რუსთავისა და კასპის საჯარო სკოლის 80 პედაგოგი ჩაერთო.დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პილოტირების პროცესში ჩართულ პედაგოგებს შეხვდნენ და პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

საკლასო დაკვირვების პროცესის პილოტირება არ გულისხმობს კონკრეტული პედაგოგის საქმიანობის შეფასებას, ტარდება მხოლოდ პროცესის იმიტაცია, რათა შეფასდეს მისი მიმდინარეობის ეფექტურობა პილოტირების პროცესში. მიღებული ინფორმაცია საკლასო დაკვირვების დახვეწასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.  

საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს ამოქმედდება და ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის. საკლასო დაკვირვების მომზადების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა რამდენიმე ეტაპი: სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საჭიროებების გამოვლენა; მოქმედი პედაგოგების თანამონაწილეობით საკლასო დაკვირვების ნაწილის ძირითადი პრინციპებისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება; საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.  ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, საკლასო დაკვირვების ნაწილი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებმა უნდა გაიარონ. საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე