ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფრანკოფონია 2016-ის კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოება

საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და საქართველოს ყველა ფრანკოფონი აღნიშნავს ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს.

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, ფრანგულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ფრანგული ენის, ამ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგების მიმართ.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ შემდეგ ფრანგულენოვან კონკურსებში გამარჯვებულები:

  • ინდივიდუალური კონკურსი 8-12 წლის მოსწავლეებისათვის - ნახატის, კოლაჟის ფოტოს შექმნა
  • ინდივიდუალური კონკურსი 13-18 წლის მოსწავლეებისათვის - ვიდეორგოლის შექმნა
  1. გამარჯვებული ვიდეოს ჩვენება
  • ჯგუფური კონკურსი კლასებისთვის (13-18 წლის მოსწავლეები) - კომიქსის შექმნა
  • ინდივიდუალური კონკურსი 18-25 წლის სტუდენტებისთვის - ესეს შექმნა თემაზე: ახალი ტექნოლოგიები, უპირატესობა თუ საფრთხე?
  • საფრანგეთში პედაგოგიური სტაჟირებისთვის გამარჯვებული სტიპენდიანტების დასახელება - 2 პედაგოგი.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე