ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ იორმუღანლოში ახალი სკოლა აშენდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის ამოქმედება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდა. რამდენიმე ნაქირავებ შენობაში განთავსებული სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. ახალი სკოლის შენობა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლას-კაბინეტი. მოსწავლეებმა მინისტრისაგან დაპირებაც მიიღეს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი შეემატება.

სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ორი სექტორი ფუნქციონირებს - ქართული და აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნაწილი ქართულ სექტორზე სწავლას ირჩევენ და მშობლიურთან ერთად, სახელმწიფო ენასაც ხალისით ეუფლებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე