ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, მოსწავლეების წიგნიერების, მათემატიკური და საქმიანი უნარების განვითარების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. 2015-2016 სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის I-VI კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები ტარდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დირექტორი ინდირა ამირანაშვილი და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩაჩხიანი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში გაეცნენ.

საქმიანი უნარ-ჩვევების პროგრამას G-PriEd-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული სკოლების, ორგანიზაცია Junior Achievement-ისა და ადგილობრივი და საერთაშორისო საქმიანი სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ახორციელებს. პროექტის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითარონ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა - სამომხმარებლო, ეკონომიური, სოციალური, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა, რაც საფუძველს უყრის სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მოსწავლეების მომზადებას მომავალი აქტიური ცხოვრებისათვის. პროექტი მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ საქმიან სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ ელით სკოლის დასრულების შემდეგ.

39 საპილოტე სკოლაში, I-IV კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები სადამრიგებლო საათის ფარგლებში ტარდება და მის მიწოდებას კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს. ამ საგნის სწავლებისთვის G-PriEd-ის მიერ გადამზადდა ყველა შესაბამისი პედაგოგი. V-VI კლასებში აღნიშნულ გაკვეთილებს კერძო კომპანიების წარმომადგენლები ატარებენ.

მოხალისეები კერძო სექტორიდან გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში სამსახურის გარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს.

მოხალისეები კერძო სექტორიდან მოსწავლეებს აცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ერთ-ერთ კომპონენტს. G-PriEd-ი ასევე ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი ხორციელდება საჯარო სკოლებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე