ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სააპელაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ  და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

სააპელაციო კომისიას საგამოცდო ნამუშევრების გადახედვის მოთხოვნით 2 574 აბიტურიენტმა მიმართა, მათგან  შედეგები არ შეცვლია 1 711 (66,47%) განმცხადებელს, ქულები მოემატა 712 (27,66%) აბიტურიენტს.

25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge results.naec.ge) და ,,კვირის პალიტრის“ სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდება 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები  და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი.

ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება მეორადი ჩარიცხვების დასრულების შემდეგ (საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას).

ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

განაცხადები მიიღება: თბილისში – კოსტავას 77 (ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსი), რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე