ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.

ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ. ნაჩვენები იქნა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თემაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ამსახველი ვიდეო რგოლი.

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას სიტყვით მიმართა ფრანჩესკა კელიმ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლემ, რომელმაც საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში ქალის როლის შესახებ თხზულებების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დისკუსია გამართეს თემასთან დაკავშირებით.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას უწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე