ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯებში საგაზაფხულო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საგაზაფხულო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს. პროფესიულ კოლეჯებში ასაკის მიუხედავად, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა 100-ზე მეტი პროფესიიდან მისთვის სასურველს დაეუფლოს სახელმწიფო დაფინანსებით და შემდეგ დასაქმდეს.

საზოგადოებრივ კოლეჯში ,,აისი’’ პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების როლისა და ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯს ამ დღეს სკოლის მოსწავლეები, მომავალი სტუდენტები, პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მომავალი დამსაქმებლები სტუმრობდნენ, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის „ალაზანჰესის“, კომპანიების „ბრეტის“,  „ჯეო ტურიზმის“, „ავანგარდის“, აკურის ღვინის ქარხნის, ტურისტული კომპანია GTS-ის წარმომადგენლები და სხვ. ეს არის იმ კომპანიების მხოლოდ ნაწილი, სადაც საქმდებიან კოლეჯის კურსდამთავრებულები.

ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო სტუდენტების მიერ პრაქტიკული სწავლების პერიოდში წარმოებული პროდუქცია, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს. ამავე დღეს თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა კოლეჯსა და  კერძო კომპანია „ავანგარდს“ შორის, სადაც უკვე დასაქმებულია კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებული, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე