ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016 ოფიციალურად გაიხსნა

მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

მოკლე ინფორმაცია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შესახებ:

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათისაა. ოლიმპიადის ვადები განსაზღვრულია სასწავლო წლის ვადების შესაბამისად.

ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები, რომელიც იმართება ანაკლიის მომავლის ბანაკში.

2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საშეჯიბრო სახეობებია:

1.    მინი ფეხბურთი (ვაჟები)

2.    კალათბურთი 3x3 (გოგონები, ვაჟები)

3.    მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)

4.    გეზრბენი, იგივე კროსი (გოგონები, ვაჟები)

5.    ხელბურთი (გოგონები, ვაჟები)

6.    ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები)

7.    ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)

8.    მოძრავი თამაშები - მხიარული სტარტები

9.    სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა

ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე