ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებში, მაღალია მასწავლებელთა  ჩართულობა. მასწავლებელთა ძალისხმევამ  შედეგი გამოიღო -  330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წამატებით გადალახა საგნის გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც  პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ვინც წარმატებით  ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს  ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.

მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში ჩართვით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების გზა განისაზღვრა, რაც პირდაპირ ბმაშია შრომით ანაზღაურებასთან, ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას, რომ ყველა  საფეხური გაიარონ და უმაღლეს საფეხურამდე ავიდნენ. ხაზგასასმელია, რომ მასწავლებლის შეფასება სკოლაში ხდება, რაც სკოლის პრესტიჟს ზრდის და შეფასების იმ კომპონენტის დანერგვას ემსახურება,  რასაც სკოლა წლების განმავლობაში მოკლებული იყო.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აღმოჩნდა წარმატებული ინსტრუმენტი მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების მოტივაციის გასაზრდელად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე