ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინოვაციური პროექტი მასწავლებლობის მსურველებისთვის

უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგობის მსურველებს სახელმწიფო აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაროს შესაბამისი პროგრამა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს. სახელმწიფოს მიზნია როგორც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო პედაგოგების მოზიდვა, ამასთანავე, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა განსაკუთრებით რეგიონებში.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც მოეთხოვებათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებილის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა. მომავალი მასწავლებლებისთვის, ამ ეტაპზე უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლობის მსურველებს მიიღებენ.

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა მსურველის მხრიდან შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge . პარალელურად, რეგისტრაციის გავლა მოეთხოვებათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 12 აპრილის ჩათვლით (საჭირო დოკუმენტაცია 1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი).

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ქვოტების შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკაცი, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული უფროსი მასწავლებელი ხდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე