ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წელს განხორციელებულ უკანონო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა  ბრიფინგი გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ შემოწმდა 2008 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები, რომლის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. საქმე ეხება ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკის მიერ ათეულობით ათასი ლარის მითვისებას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა სერიოზული ზარალი განიცადა. დიმიტრი შაშკინის დავალებით, მასალები გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეცა. ფაქტთან დაკავშირებით 332 მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო გამოძიება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტი მომავალშიც გააგრძელებს შემოწმებას და არავის მიეცემა უფლება მიითვისოს მატერიალური რესურსები, რომელიც  ჩვენი ბავშვების განათლებისთვის არის განკუთვნილი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე