ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებით მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია IT სპეციალობებზე

საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმატებით ხორციელდება. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.

10 აპრილამდე რეგისტრაცია მიმდინარეობს სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯშიც - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). კოლეჯი აპლიკანტთა რეგისტრაციას შემდეგ ახალ მოდულურ პროგრამებზე ახორციელებს - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი 29 თვე; ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი 18 თვე; საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი 18 თვე; ვებ-ინტერფეისის დეველოპერი 17 თვე; საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი 18 თვე; სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი) 32 თვე.

სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ასევე სთავაზობს მსურველებს მოკლევადიან კურსებს: კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება(CISCO CCNA) 8 თვე; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT ESSENTIAL) 2 თვე; სამგანზომილებიანი გრაფიკა (3DS MAX) 2 თვე; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი (WORD, EXSEL, POWER POINT) 2 თვე; კომპიუტერული გრაფიკა (ABOBE PHOTOSHOP, ABPBE ILLUSTRATOR) 2 თვე; WEB პროგრამირება 4 თვე; JAVA პროგრამირება 4 თვე.

კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად, შესაბამისად, სსსმ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

კოლეჯში ყველა სტუდენტი სტაჟირებას და პრაკტიკას გადის როგორც სახელმწიფო ისე, კერძო სექტორში. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შემდეგ, სტუდენტებს დასაქმების დიდი შანსი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან ცნობილი და წარმატებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე