ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიული სასწავლებელი ამოქმედდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში, რეგიონში ერთადერთი პროფესიული სასწავლებელის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული იყო აგრარულ მიმართულებებზე. 2010 წელს პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთი წელია შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოები და ლაბორატორიები. კოლეჯი გეგმავს რეგიონის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას და თვითდასაქმებას. დაწყებულია სამუშაოები აგრარული მიმართულების პროგრამების განსახორციელებლად. მიმდინარეობს მრავალწლიანი კულტურების განაშენიანება. პარალელურად, ხორციელდება კოლეჯის დამატებითი კორპუსების რეაბილიტაცია დაბა თიანეთსა და დაბა სტეფანწმინდაში.

უახლოეს მომავალში წინამძღვრიანკარში რეაბილიტაცია დასრულდება და დაიწყება აღჭურვითი სამუშაოები, ახალი სასწავლო წლიდან კი, პროფესიული სასწავლებელი განაახლებს ფუნქციონირებას, კვლავ აღორძინდება ის სასოფლო-სამეურნეო მიმართულელებები, რომელიც წლების წინ წარმატებით ფუქციონირებდა.

კერძო სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგიონში არსებობს სოფლის მეურნეობის მიმართლების სპეციალისტთა დეფიციტი. მცხეთა-მთიანეთში 20-მდე კერძო კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებელთან, რაც სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო დაწესებულება გათვლილია 300 სტუდენტზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე