ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგისტრაცია სატელევიზიო მიმართულების პროფესიულ პროგრამებზე

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში  მე-4  საფეხურის ხუთ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე:

  1. ფოტოგრაფია;
  2. მონტაჟის რეჟისორი (მემონტაჟე, აუდიო-ვიზუალური გამოსახულების სპეციალისტი);
  3. კინოტელერეჟისორი;
  4. საინფორმაციო პროგრამის ოპერატორი - მემონტაჟე (საოპერატორო ხელოვნება);
  5. ტელერადიორეპორტიორი (ჟურნალისტიკა)

ამ მეტად მოთხოვნადი პროგრამის დასაძლევად აუცილებელია საშუალო განათლების მაღალი დონე და ძლიერი მოტივაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას უნივერსიტეტთან ერთად, ხელს უწყობს მედია-სატელევიზიო პროფესიული განათლების განვითარებას საუნივერსიტეტო სივრცეში. კერძოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოები განხორციელდა. ცენტრი გადავიდა თანამედროვე ფართო ფორმატის სასწავლო სამაუწყებლო სატელევიზიო ტექნიკურ მოწყობილობებზე, სრულიად განახლდა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა ლაბორატორიები და სამონტაჟოები.

პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, ცენტრში ინერგება მოდულური სწავლება, რისთვისაც მოეწყო ორი თანამედროვე სატელევიზიო სტუდია. მალე დაინერგება სატელევიზიო მიმართულების 7 ახალი მოდულური პროგრამა, რომლის სტანდარტზეც ცენტრის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე