ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯში „სპექტრი“ 10 აპრილის ჩათვლით მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

მრავალპროფილიან საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კოლეჯში ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ბიზნესის ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის და ინჟინერიის მიმართულებით, უკვე დარეგისტრირებულია 260 აპლიკანტი, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. რეგისტრაციის პროცესს დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.

კოლეჯი „სპექტრი“ სწავლებას ახორციელებს სამშენებლო, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, საატრანსპორტო, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ყველა სწავლება ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და სწავლა ხორციელდება პროფესიული სტუდენტებისათვის სრულიად უფასოდ.

კოლეჯის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სეტქორის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები.

2012 წლიდან 10 %-ით გაიზარდა სოციალური პარტიორების ჩართულობა კოლეჯის საქმიანობაში, რაც აისახა კურსდამთავრებულთა დასაქმების წლიური მაჩვენებლის ზრდით, კერძოდ, კურსდამთავრებულთა დასაქმების დინამიკა 2008-2012 წლებში იყო 35-50%, ეს მაჩვენებელი 2013-2016 წლებში გაიზარდა 65-80%-მდე.

კოლეჯში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზეინკალ-სანტექნიკოსის მოდულური პროგრამა, 2016 წლის საშემოდგომო მიღებაზე კი,  9 მოდულური პროგრამა დაინერგება, ესენია:

  • ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი 
  • დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
  • ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
  • თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
  • ფილამწყობი
  • ოფისის მენეჯერი
  • ბუღალტერ-ტექნიკოსი 
  • ვებ ინტერფეისის დეველოპერი
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი

2015 წლიდან კოლეჯში მიმდინარეობს  სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო კორპუსსა და სახელოსნოებში. საერთო საცხოვრებელში დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს ძირითად სამუშაოებს, მათ შორის პანდუსს ადაპტორებული გარემოსათვის.  რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე