ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებული თანამშრომლობა კერძო სექტორთან

საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრსა" და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას მათი მომზადების, გადამზადებისა და შემდგომი დასაქმების კუთხით.

მხარეები ერთობლივი ძალისხმევით, უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული სპეციალისტების: სავალი ნაწილის ტენიკოსის, ძრავის შემკეთებელისა და ავტომობილის ზეინკლის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლას, მეცადინეობების ჩატარებას შესაბამის გარემოში, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა.

კომპანია ხელს შეუწყობს მეცადინეობების პროცესის ეფექტურობას. ამ მიზნით, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობების პროცესში კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კომპანიის განკარგულებაში არსებული ტექნიკური საშუალებებით (რესურსით). კომპანია ასევე, კოლეჯის ადმინისტრაციასთან ერთად, შეარჩევს საუკეთესო კურსდამთავრებულებს მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

კოლეჯის „სპექტრი“ წარმტებული კოოპერატიული თანამშრომლობა კერძო სექტორთან და შრომის ბაზრის მოთხოვნილების კარგი ცოდნა, ბევრ კერძო სექტორის წარმომადგენელს უჩენს მოტივაციას აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განათლების განვითარებაში და შესაბამისად, თავიანთი კომპანიებიც უზრუნველყონ კვალიფიციური კადრებით.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე