ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის ყველა სკოლაში მანდატურები შევლენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა ტესტირების პროცესს გაეცნო და სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა დაათვალიერა.

ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის 42 საჯარო სკოლაში მანდატურები შევლენ და სკოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

თბილისის მსგავსად, ქუთაისში მანდატურთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. 26 აგვისტოს ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში 300-მდე მსურველი გაივლის ტესტირებას,  გასაუბრების შემდეგ,  მათგან  მომავალი მანდატურები შეირჩევიან, ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში  ეტაპობრივად გაივლიან გადამზადებას, სამი კვირის მანძილზე  თეორიულ მასალასთან ერთად,  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან და ფსიქოლოგიურ კურსს გაივლიან. 

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში, სერტიფიცირებული მანდატურები  ახალი სასწავლო წლიდან  ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფენ.

”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში მიმდინარეობს ქუთაისის საჯარო სკოლებში ვიდეოსამეთვალყურეო აპარტატურის დამონტაჟების პროცესიც. ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 16 ვიდეოთვალი კომპანია „ნეოტექმა“ დაამონტაჟა. მათი დახმარებით მანდატურები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს რეალურ დროში გააკონტროლებენ. „ნეოტექი“ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟებას ქუთაისის გარდა, თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებშიც ახორციელებს. შესაბამისი სამუშაოები სამივე ქალაქში სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე