ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) 64-ე საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომას მილია და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში USAID-ის დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიმდინარეობას გაეცნენ.

სკოლაში ვიზიტისას სტუმრები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, პედაგოგებისა და მოსწავლეებისაგან მიიღეს ინფორმცია როგორ ეხმარება პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკის, ლიტერატურისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერების კუთხით და, რომ რესურსებით  მდიდარი, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების შედეგია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში და კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეძენა.

დაწყებითი განათლების პროექტი საქართველოს საჯარო სკოლების ათ პროცენტს მოიცავს. პროგრამა დახმარებას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების სისტემას, კერძოდ,  პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ეუფლებიან  კითხვას, მათემატიკას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევებს. რაც თავის მხრივ, ქმნის XXI  საუკუნისათვის შესაფერის  კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე