ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაწყებითი განათლების პროექტის შეფასება USAID / Georgia

ჩიკაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული ცენტრის ექსპერტმა ალეხანდრო ომემ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (USAID/G-PriED) შედეგების შეფასების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაციას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამინისტროსა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასება გახორციელდა მენდეზ ინგლენდ და ასოციაციის (ME &A) მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ კვლევით ინსტიტუტთან (NORC) პარტნიორობით.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd), რომელიც აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში, 5 წლიანი პროექტია (2011-2016), რომლის მიზანია კომპლექსური დახმარება კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი, რომელიც 122  საჯარო სკოლაში პილოტირების რეჟიმში დაინერგა, სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვას და მის მიზნებს.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიმდინარეობა დადებითად შეფასდა - მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათემატიკისა და კითხვის შედეგებზე. მიუხედავად მთლიანობაში მიღწეული პოზიტიური შედეგებისა, პროექტის  ფარგლებში, დამატებითი აქტივობებიც იგეგმება.   

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე