ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ,,ქართული ენის დღესთან” დაკავშირებით პედაგოგთა და საზოგადო მოღვაწეთა მიღება გაიმართა. ქართული ენის მნიშვნელობაზე, ქართული ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ქართველი განმანათლებლების ღვაწლზე,  სახელმწიფო ენისა და  ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ენათმეცნიერმა ავთანდილ არაბულმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ქართული ენის სამმართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ქართული ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლამარა ბუაძეს, სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს ზეინაბ ედიბერიძეს და პროფესორ ავთანდილ არაბულს გადასცა.

ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი  პრიორიტეტია - სახელმწიფო იცავს  და აკონტროლებს ენის მართებულად გამოყენებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად იღწვის ქართული ენის დაცვისა და  განვითარებისათვის,  ინტენსიურად მუშაობს  სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე.   ქართული ენა სამი მიმართულებით ისწავლება: ქართული, როგორც მშობლიური ენა; ქართული, როგორც მეორე ენა; ქართული, როგორც უცხო ენა.

არაქართულენოვანი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ენის ცოდნა მათი მშობლიური ენების შენარჩუნების პარალელურად. ამ მიმართულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამები.

ქართული ენის პოპულარიზაციისა და უცხოელებისათვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის  მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სპეციალური პროგრამა „ირბახი,“ რომელიც ქართულის, როგორც უცხო ენის  სასწავლო-მეთოდურ თუ, დამხმარე  მასალას სთავაზობს ენის სწავლის მსურველებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე