ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი პროფესორი დაჯილდოვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამაგდარ პედაგოგსა და მეცნიერს, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ლიანა სუთიძეს და ამავე უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებისა და სამშენებლო ფაკულტეტის აგრომელიორაციის მიმართულების მოდულის ხელმძღვანელს, მეცნიერების დოქტორს, პროფესორს რობერტ დიაკონიძეს ღირსების ორდენები გადასცა.

ქალბატონი ლიანა ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ბევრი ქალისთვის ძალზე რთულ სფეროში. იგი ერთადერთი ქალია, რომლის უშუალო მონაწილეობით, 55 წლის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამშენებლო, საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა, იგი ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა თუ  სახელმძღვანელოსი, სპეციალურ საგნებში კითხულობდა ლექციების კურსს რეგიონებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ტექნიკური ტერმინოლოგიის პრობლემების კვლევასა და შესაბამისი განმარტებითი ლექსიკონის შექმნაში.

45 წელია  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს რობერტ დიაკონიძე, იგი ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის,  მონაწილეობა აქვს მიღებული 14 სამეცნიერო-საგრანტო პროექტის დამუშავებაში,  ამჟამად მუშაობს სამეცნიერო საგრანტო პროექტზე, რომელიც ეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადობასა და ზღვის წყლის ხარისხის შეფასებას.   ბატონ რობერტს სამეცნიერო საგრანტო პროექტებზე (2010-2015 წწ.) მუშაობის პერიოდში ინსტიტუტის ბიუჯეტში დამატებით აქვს შეტანილი დაახლოებით ნახევარი მლნ. ლარი, რის საფუძველზეც მას დასაქმებული ჰყავდა 35 თანამშრომელი.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეზე მომხდარი სტიქიის დროს, რობერტ დიაკონიძე სხვა სპეციალისტებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა სტიქიის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დამუშავებაში. სწორედ აღნიშნული ჯგუფის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება ჩათვალა მთავრობამ საჭიროდ. რობერტ დიაკონიძის მიერ დადგენილი იქნა მდინარე ვერეს წყლის მაქსიმალური ხარჯის პროგნოზული სიდიდე. იგი ავტორია ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო 50-ზე მეტი პრევენციული ღონიძიების.

ეს არის არასრული ჩამონათვალი  ამ ორი ღირსეული მეცნიერის ნაღვაწის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამორჩეული სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ლიანა სუთიძეს  და რობერტ დიაკონიძეს დიდი მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა და მომავალი წარმატებები უსურვა მათ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე