ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150“  გაიმართა.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი მეცნიერები და ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები, საიდანაც სტუმრებმა მოისმინეს საინტერესო და ბევრისათვის აქამდე უცნობი დეტალები კათოლიკოს-პარტიარქის ცხოვრებიდან.

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალები, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული - პატრიარქის  პირადი მიმოწერა, ფოტოარქივი, მოგონებები და გამოკვლევები.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით, ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე