ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

23 აპრილს, დილის 9 საათიდან, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში პროფესიული  განათლების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება  საღამოს კურსებიც.

განსაზღვრულ პერიოდში ტესტირებაზე დარეგისტრირებისა და  მისთვის სასურველი პროფესიული პროგრამის, კოლეჯის ან უნივერსიტეტის შერჩევის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა. ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებული იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge).

2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია შვიდი ათასამდე მსურველმა გაიარა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას! 

პროფესიული ტესტირება 2013 წლიდან  ხორციელდება. 2013-2015 წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 28 000-ზე მეტმა პროფესიულმა სტუდენტმა. მათგან 425 პროფესიული სტუდენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირი იყო.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე