ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აჭარის სოფელ სალიბაურში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ახლადაშენებული  საჯარო სკოლა დაათვალიერა და  სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

სოფელ სალიბაურის პირველი საჯარო სკოლა გამორჩეულია მოსწავლეთა და მასწავლებელთა აკადემიური წარმატებებით - მასწავლებელთა დიდი ნაწილი სერტიფიცირებულია, ყველა პედაგოგი ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ახალი სკოლის მშენებლობა. სხვა შემთხვევაში, აჭარის მთავრობისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტული აჭარის მაღალმთიანი სოფლების სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვაა.

თანამედროვე სტანდარტების საჯარო  სკოლაში ფუქციონირებს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი. სკოლა აღჭურვილია  ახალი სასკოლო ინვენტარით. 

სკოლის დათვალიერების შემდეგ, სალიბაურის სკოლის პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ მინისტრთან  მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრათ. პედაგოგებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს თითოეულ კითხვაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე