ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება მოინახულა. მათ შორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი, ახლადშექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია-ფაბლაბი, სადაც  სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია დაათვალიერა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს.

ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება. ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ფაბლაბში ისინი ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ გამოყოფილ მენტორებთან ერთად პროექტებზე მუშაობენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისათვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს უნიკალური სივრცე გარდა სტუდენტებისა და პროფესორებისა, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი აქვს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე