ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გარემონტდა უნივერსიტეტის ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსის ძირითადი ნაწილი, განახლდა ფიზიკის ლაბორატორიები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კეთილმოეწყო ტელე-სტუდია ჟურნალისტიკის პროფესიული პროგრამისათვის,  სტუდენტებისათვის დერეფნებში მოეწყო ე. წ. ღია სივრცეები (ბიბლიოთეკებით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, პლაზმური ტელევიზორებით და სხვ.), ასევე განახლდა სპორტული  მოედანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტომატოლოგიური და ფსიქოლოგიური კლინიკებისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილე პროფესორებისათვის სასტუმრო ოთახების მოწყობის პროცესი.

განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ. ამავე დღეს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე