ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმში 43 მანდატურს სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან  გია აბულაძესთან ერთად, მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა.

ქალაქ ბათუმის  ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან მოზარდების უსაფრთხოებას სერტიფიცირებული მანდატურები დაიცავენ. ტრადიციულად მათი გადამზადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელდა. მომავალი მანდატურები სამი კვირის მანძილზე  თეორიულ მასალასთან ერთად,  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ  და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში დასრულებულია ბათუმის საჯარო სკოლებში ვიდეოსამეთვალყურეო აპარატატურის დამონტაჟების პროცესიც. თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვიდეოაპარატურა ბათუმის სკოლებში კომპანია „ნეოტექმა“ დაამონტაჟა. მათი დახმარებით მანდატურები სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის რეალურ დროში გააკონტროლებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე