ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობათა ხელშეწყობისთვის

სახალხო დამცველის ეროვნული უმცირესობების საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის წევრებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომელთაც ეთნიკური ჯგუფების განათლების საკითხებთან და რაც მთავარია, მცირე ენების სწავლებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უძღვებოდნენ.

უმცირესობების საბჭოს შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც ხდება აზრთა გაზიარება იმაზე,  რა გაკეთდა და კიდევ რა გამოწვევები არსებობს. კონკრეტულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რასაც  სახელმწიფო გეგმავს იმისათვის, რათა თითოეული ეთნიკური წარმომადგენლის, მოსწავლის თუ სტუდენტის განათლების უფლება სრულად იყოს რეალიზებული და მათ ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ იმისათვის, რომ წარმატებებს მიაღწიონ არჩეული მიმართულებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრა იყო ინტერაქტიული და თითოეული მხარისთვის მნიშვნელოვანი. საკითხები შეეხებოდა: ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს, სახელმძღვანელოების მომზადებას ეთნიკური უმცირესობებისთვის, მასწავლებლების გადამზადების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, მცირე ენებზე რესურსების შექმნას, 4+1 პროგრამაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ჩართვას, დასაქმების ხელშეწყობას, პროფესიულ განათლებაში ჩართულობის პერსპექტივების გაჩენას და გაზრდას.

სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სახელწმიფო ენის სწავლების ხელშეწყობაზე, რაზეც ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხრიდან მიიღეს გარანტიები, რომ ამ პროგრამებში ჩართულები იქნებიან არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები არამედ, ნებისმიერი მსურველი. შეხვედრაზე სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ბერძნული და იმ კონკრეტული ენების სწავლებაზე სკოლებში, რომელზეც დღეს მოთხოვნა არ არსებობს და რა უნდა გაკეთდეს ამ ენების პოპულარიზაციისთვის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე