ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა  რაოდენობა 500  აღემატება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და  მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს პირადად წარუდგინეს მანდატურები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.

შერჩეულმა  კანდიდატებმა,  პოლიციის  აკადემიაში,  მანდატურთა მომზადების  სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების  კურსი გაიარეს. იგეგმება მანდატურის სამსახურის ეტაპობრივი ამოქმედება სამცხე–ჯავახეთის 6 და ქვემო ქართლის 5 საჯარო სკოლაში.

ამ ეტპზე, 1202 მანდატური საქართველოს 419 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ განხორციელდა მანდატურის სამსახურის ძირეული რეფორმა. შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები, მანდატურის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა პროფორიენტაციისა  და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. 2016-2017 სასწავლო წლიდან  პანკისის ხეობის ყველა სკოლის მე-9 და  მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის სწავლება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საწარმოებში,  პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტები და სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე