ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პანკისის ხეობაში სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ. ძალიან ბევრი პროექტი სპეციალურად პანკისის ხეობის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით ინერგება სკოლებში, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ხეობას და უშუალოდ ინტერესდებიან ყველა პრობლებით. მორიგ შეხვედრაზეც დირექტორებმა და პედაგოგებმა  გულღიად ისაუბრეს  ყველა საჭიროებაზე, მადლიერება გამოხატეს იმაზე, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა ხეობის პედაგოგების, მოსწავლეებისა თუ სკოლებისთვის. მათ ყველა კითხვას მინისტრმა უპასუხა და მხარდაჭერა აღუთქვა რამდენიმე მნიშველოვანი საკითხის მოგვარებაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე