ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობა კერძო სექტორთან

კერძო სექტორი მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ, პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მათ შორის დუალური განათლების დანერგვის შესახებ, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა კომპანია თეგეტა-მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, გიორგი მშვილდაძესთან.

თეგეტა მოტორსი მზადყოფნას გამოთქვამს, მიმდინარე წელსვე ჩაერთოს დუალური პროგრამების მომზადება-განხორციელების პროცესში (საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით). შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომდევნო წლების ძირითადი სამოქმედო ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მოსახლეობის დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე