ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო პროექტები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის

სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვის, არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გერმანიის განათლებისა და კვლევის, ასევე ეკონომიკური განვითარების ფედერალურ მინისტრებს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს შეხვდნენ და მათ პრეზენტაციებს გაეცნენ. გერმანიაში ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები SMART|EDM_lab ლაბორატორიასთან დაკავშირებით, დისკუსიის ფორმატში შედგა სამომავლო პროექტებთან დაკავშირებილი შეხვედრები, დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ RWTH AACHEN - აახენის უნივერსიტეტს.

ვიზიტი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ძირითადად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნების პროექტს ეხებოდა, რომელსაც ქართული მხარე იულიხის ცენტრის დახმარებით ახორციელებს და რამაც უნდა შეამციროს ე.წ. "ტვინების გადინების" პროცესი და სამშობლოში დააბრუნოს მეცნიერები, რომელთაც იულიხის სამეცნიერო ცენტრი საქართველოში მოუწყობს ლაბორატორიებს და შეუქმნის კვლევისთვის საჭირო გარემოს - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები დაამტკიცებენ თავიანთ სამეცნიერო პოტენციალს, შეძლებენ ახალი სამეცნიერო ცენტრების მართვას და გააფართოვებენ გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობას სხვადასხვა გრძელვადიან პროექტებზე - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერაა. ამ კუთხით, იულიხის კლვევით ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა სტუდენტების, მეცნიერების თუ, აკადემიური პერსონალის გაცვლით სამეცნიერო პროგრამებზე, ასევე ახალი სამეცნიერო ტექნიკის დანერგვაზე, საზაფხულო სკოლების და საერთო სემინარების, კონფერენციების მოწყობაზე, სადაც უახლესი შედეგების და აღმოჩენების გაცვლაა შესაძლებელი.

2012 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის ცენტრის თანამშრომლობით დაინერგა ერთობლივი სასწავლო-კვლევითი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, აქვთ საშუალება ეწვიონ იულიხის ცენტრს და იმუშაონ გერმანელ აკადემიურ პერსონალთან ერთად სხვადასხვა კვლევით პროექტებზე. 2015 წლის 16 ივლის, ორ მხარეს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც თანამშრომლობას 5 წლის ვადით გაზრდის.

2013 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, იულიხის კვლევით ცენტრმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უახლესი სამეცნიერო მოწყობილობა გადასცა, რამაც ქართულ-გერმანული ერთობლივი სამეცნიერო ლაბორატორიის ჩამოყალიბება განაპირობა. ასევე, აღსანიშნავია, თსუ-ს და სტუ-ის მიერ იულიხის ცენტრის 4 წარმომადგენლის საპატიო დოქტორის სტატუსით დაჯილდოვება. სტრატეგიული თანამშრომლობის ფარლგებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და იულიხის ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც აძლევს თსუ-ს და სტუ-ის სტუდენტებს საშუალებას მიიღონ ორმაგი დიპლომი. განხორციელებული ვიზიტის შედეგად კი, უფრო გამტკიცდება ორი ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ურთიერთობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე