ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული გადამზადების პროგრამა სპეციალისტებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთკავკასიაში” ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან(GIZ). პროექტი აერთიანებს მრავალ ინიციატივას, რომელიც არა მარტო პროფესიული განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული, არამედ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წარმატებულ თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლაზე ორიენტირებულ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „პროფესიული გადამზადების პროგრამა პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის“ წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდა პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგიკის, დიდაქტიკის, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული პროფესიული განათლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სამი ფაზისაგან, რომელიც მოიცავს შვიდ მოდულს.

პროგრამის საწყისიმოდულები ხორციელდება საქართველოში, ხოლო პროგრამის დანარჩენი საგანმანათლებლო მოდულები განხორციელდება გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ მოდულის განხორციელების საწყის ეტაპზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს პროფესიული განათლების სექტორის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პრეზენტაციები, რომელიც დისკუსიის რეჟიმში განხილულ იქნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯგუფის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება სამივე ქვეყნის მონაწილეებს მიიღონ რეკომენდაცია მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების ირგვლივ, პროექტი მისცემთ შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა გერმანიის მაგდებურგის უნივერსიტეტში და გამოიყენონ მიღებული გამოცდილება საკუთარი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის საკეთილდღეოდ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე