ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გერმანული გამოცდილება პროფესიულ განათლებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი  პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. ამჯერად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კლაუს გროენი, რომელსაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების თაობაზე და ხელი მოეწერეს განზრახულობათა ოქმს, რომელიც ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის  ერთობლივ ინტერესს - გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პროფესიული განათლების კუთხით. ზემოთხსენებული განზრახულობათა ოქმი, მოიცავს თანამშრომლობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში სწავლების დუალური ფორმის დანერგვის მხარდაჭერა, ქართველ და გერმანელ ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე