ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში

2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში (IChO-48), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 76 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე. IChO-ს რეგულაციის თანახმად, ოლიმპიადის დაწყებამდე, ოლიმპიადის მზადების პროცესის გასაცნობად მასპინძელ ქვეყანას ოლიმპიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ეწვივნენ. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, IChO 48-ის პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდნენ და ოლიმპიადის საორგანიზაციო და შინაარსობრივი საკითხები განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ასევე ტურიზმის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტრობსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ოლიმპიადის დღეებში მოსწავლეთა და მენტორების განთავსების, ექსპერიმენტული და თეორიული ტურების, გახსნის, შეხვედრის და დახურვის ცერემონიალების ადგილები.

ოლიმპიადისათვის მზადებამ და დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამამ მაღალი შეფასება მიიღო. იგი  სრულად შეესაბამება ოლიმპიადის საერთაშორისო  სტანდარტებს.

მონიტორებმა საქართველო დატოვეს. მათ მიერ მომზადებული იქნება სპეციალური მიმართვა, რომელიც დაეგზავნება ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქვეყანას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე